იქნება თუ არა ზვიად ძიძიგური მაჟორიტარობის კანდიდატი

2020-07-25 13:37:26

„კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარის, ზვიად ძიძიგურის თქმით, პარტია 2020 წლის არჩევნებში დამოუკიდებლად გამოვა. „კონსერვატიულ პარტიას“ აუცილებლად ეყოლება მაჟორიტარობის კანდიდატები იმდენ ოლქში, რამდენსაც პარტია ფინანსურად გაწვდება.

„მიგვაჩნია, რომ მარტო უნდა წავიდეთ არჩევნებში. ჩვენ აუცილებლად გვეყოლება მაჟორიტარი კანდიდატები იმდენ ოლქში, რამდენზეც ფინანსები გაგვწვდება. რაც შეეხება იმას, ვიქნები თუ არა მე მაჟორიტარი კანდიდატი, გეტყვით, რომ მე ამ წუთას ვარ „კონსერვატიული პარტიის“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი და ჩემი საქმიანობა თუ მომცემს შესაძლებლობას, რომ ვიყო მაჟორიტარობის კანდიდატი, მაშინ ვიქნები. მაგრამ დიდი ალბათობით, მე მაჟორიტარობის ფუფუნების საშუალება არ მექნება“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

წყარო:imedinews