მუნის შემთხვევა რუსთავის საბავშვო ბაღში. დერმატოლოგიური დაავადება #27 ბაგა-ბაღში დაფიქსირდა. ინფიცირებულია ორი ბავშვი. ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის ეკა ხუციშვილის განმარტებით, დაავადების გავრცელების პირველი წყარო ბაღი არ ყოფილა. ბავშვი ბაღში ინფიცირებული გამოცხადდა, ახლო კონტაქტის შედეგად კი დაავადება მის კიდევ ერთ თანატოლს გადაედო. ეკა ხუციშვილის თქმით, იმისთვის რომ დავადება არ გავრცელდეს, ბაღში ყველა საჭირო პროცედურა, უკვე ჩატარდა. აღნიშნულ ბაღში პროფილაქტიკური დეზინფექცია უკვე განახორციელა "რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრი". ცენტრის ხელმძღვანელის დავით ბეგაშვილის თქმით მუნის გავრცელების საშიშროება, არც ამ კონკრეტულ ბაღში და არც სხვა სააღმზრდელო დაწესებულებებში ამ დროისთვის არ არსებობს. #27 ბაღის იმ ჯგუფში სადაც შემთხვევა დაფიქსირდა, თავისუფალი დასწრება გამოცხადდა, იმ მშობლების შვილებს, რომელებიც შემთხვევის გამო ბავშვის ბაღში მიყვანისგან თავს შეიკავებენ-გაცდენილი დღები საპატიოდ ჩაეთვლებათ.