რუსთავში, მე-7 მიკრორაინში მოსახლეობას საყოფაცხოვრებო ტექნიკა ისევ დაუზიანდა. [ვიდეო/video]
როგორც “ინფო რუსთავმა” გაარკვია, მიკრორაიონში არსებულ ქვესადგურში (საუბარი არ არის იმ ქვესადგურზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოვიდა მწყობრიდან) მომხდარი ავარიული შემთხვევის შედეგად, ზარალი მიადგა მიმდებარედ არსებულ კორპუსში მცხოვრებ ოჯახებს.
ადგილობრივების თქმით, მწყობრიდანაა გამოსული სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ტექნიკა, მათ შორის ტელევიზორები, მაცივრები, კონდენციორები, გაზქურები და კომპიუტერები.
როგორც კომპანია "ენერგო პრო ჯორჯიას" წარმომადგენელმა ავთო დვალიშვილმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, ზარალის ანაზღაურების პროცესი უკვე დაწყებულია.
"ზარალის ანაზღაურების პროცესი უკვე დაწყებულია. რამდენიმე ფორმა გვაქვს ზარალის ანაზღაურების და აბონენტებს შეუძლიათ აირჩიონ მათთვის სასურველი ფორმა. ყველა ოჯახში მივდივართ ან ვეუბნებით, ჩვენ თუ ვერ მოვედით, თქვენ მოდით ჩვენთან. ეს იყო ავარიული შემთხვევა, რამაც ძაბვის ცვალებადობა გამოიწვია. სამწუხაროდ, 2 შემთხვევა მოხდა და ორივე რუსთავში, მიეწყო ერთმანეთს", - აცხადებს ავთო დვალიშვილი.
გრდა ამისა, ადგილორბივების თქმით, სწორედ ძაბვის ცვალებადობამ გამოიწვია დღეს ხანძარი მე-7 მიკრორაიონის ერთ-ერთ კორპუსში. აღნიშნულთან დაკავშირებით "ენერგო პრო ჯორჯიას" წარმომადგენელი აცხადებს, რომ: "აალდა მაცივარი. დაზიანებულია სამზარეულოს გარკვეული ნაწილი. ცხადია, ზარალი ამ შემთხვევაშიც ანაზღაურდება".