ამირან გამყრელიძის ბრიფინგი

2020-07-27 12:25:19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის განცხადებით, ეპიდსიტუაცია მსოფლიოში ისევ და ისევ დაძაბული რჩება.

მოგეხსენებათ, რომ მთელ რიგ ქვეყნებში ხელმეორედ ვირუსის შემობრუნების ტალღის ტენდენციები გაჩნდა“, -განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

„16 ნახევრ მლნ-ს გადააჭარბა კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ. პოზიტიური გახლავთ ის, რომ სიკვდილიანობა სულ უფრო მცირდება. 7 დან 4%-ზეა ჩამოსული. ასევე იზრდება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა. 62%-მდე ავიდა. ჩვენთან რეგიონში სიტუაცია კვლავ დაძაბული რჩება. ჩვენს ირგვლივ ყველა მოსაზღვრე ქვეყანაში შემთხვევათა სერიოზული რაოდენობაა, იზრდება როგორც სომხეტში, აზერბაიჯანში, ისე რუსეთის ფედერაციაში. ასევე შედარებით ნაკლები ინტენსივოთ თურქეთში. სერიოზულად დაიძაბა სიტუაციაა ცენტრალური აზიის ქვეყნებში, განსაკუთრებით ყაზახეტსა და ყირგიზეთში“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, კოვიდ ინფექცია საქართველოში ცირკულირებს, ამიტომ დამშვიდების საფუძველი არ არის.

„არც იმის საფუძველი გვაქვს, რომ განგაში ან პანიკა გამოვაცხადოთ. ის ციფრები, რაც გვაქვს, მართვადია, მაგრამ მეტი ყურადღება გვმართებს. ის ოდნავ მოშვება, რაც საზოგადოებაში იგრძნობა, დაუშვებელია. რომ ჩვენ არ ვატაროთ პირბადე, არ დავიცვათ დისტანცია, არ დავიმუშაოთ ხელები და თავი არ ავარიდოთ დიდი თავშეყრის ადგილებს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.