გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, "ინფო რუსთავის" მიერ მწყემსთან ჩაწერილი ინტერვიუ, მისთვის ახალი ინფორმაციის შემცველია და ის საგამოძიებო უწყებებისგან მწყემსის დაკითხვას აუცილებლად მოითხოვს. [ვიდეო/video]
"ეს ნამდვილად ახალი ინფორმაციაა და მე ამის თაობაზე აუცილებლად საქმის კურსში ჩავაყენებ საგამოძიებო ორგანოებს. დაუყოვნებლივ მოვითხოვ, რომ მოძიებულ იქნეს აღნიშნული პიროვნება და დაიკითხოს. ჩატარდეს ის საგამოძიებო მოქმედებები, რაც აუცილებლად ნათელს მოჰფენს მის სიტყვებს", - აცახდებს მიხეილ რამიშვილი.
ასევე, რამიშვილის განცხადებით, საქმის მასალებში, რომელსაც ის უკვე 2 დღეა ეცნობა, სოფელი გოლთეთის მონაკვეთიც დევს. მისი ინფორმაციით, გამოკითხულნი არიან ადგილორბივები, რომელთაც საკმაოდ საინტერესო ჩვენებები აქვთ. რამიშვილი ადასტურებს, რომ საქმის მასალებისა და ადგილობრივების ჩვენებების მიხედვით, თამარ ბაჩალიაშვილი გაუჩინარების დღეს გოლთეთში ნამდვილად იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, "ინფო რუსთავმა" ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა სწორედ იმ მწყემსის მეგობარ მწყემსთან, რომელმაც გარდაცვლილი გოგონა აღმოაჩინა. ის გვიმტკიცებს, რომ იმ პერიოდში, როდესაც თამარ ბაჩალიაშვილის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა, ტერიტორიაზე, სადაც შემდგომ 23 წლის გოგონა გარდაცვლილი ნახეს, არაერთი მწყემსი მორიგეობდა, თუმცა ავტომობილი აღნიშნულ ტერიტორიაზე არ ყოფილა.