ბაჩალიაშვილის საქმეს კიდევ ერთი მუხლი დაემატა

2020-07-24 20:47:02

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეს კიდევ ერთი, 115-ე მუხლი დაემატა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს - ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა მიაწოდა.

გარდა ამისა, ადვოკატის ინფორმაციით, გარდაცვლილის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა 23 წლის პროგრამისტის მამა.

ცოტა ხნის წინ, მიხეილ რამიშვილი ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში საქმის მასალების გასაცნობად მივიდა.