სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს დაეჯახა

2020-07-24 12:49:31

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს დაეჯახა.

შეჯახების შემდეგ სატვირთო ავტომობილიდან შეშა ჩამოიყარა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

ავარიის სედეგად არავინ დაშავებულა.