თბილისში დაკარგული 15 წლის გოგო იპოვეს

2020-07-24 12:12:01

თბილისში, მოსკოვის გამზირზე მცხოვრები 15 წლის გოგო, რომელსაც ოჯახი 5 დღის განმავლობაში ეძებდა, პოლიციამ იპოვა. შსს-ს ცნობით, გოგონა გუშინ გვიან ღამით იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ის დიდუბის ტერიტორიაზე იმყოფებოდა.

„ძალიან ცუდად ვარ, ერთი კვირაა არ მიძინია და ახლა დასვენება გვჭირდება. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ძალიან კარგადაა და ყველაფერი რიგზეა“,- აღნიშნა ნინო ჯარიაშვილის ძმამ ვახო ჯარიაშვილმა.

ძმა არ საუბრობს იმაზე თუ რა გახდა მისი დის გაუჩინარების მიზეზი.

ნინო ჯარიაშვილს ოჯახი და სამართალდამცველები 19 ივლისიდან ეძებდნენ.