რუსთავის მიმდებარე სოფლები შესაძლოა ჩაიკეტოს

2020-07-23 23:49:31

რუსთავის მიმდებარე სოფლები შესაძლოა ჩაიკეტოს.

"ინფო რუსთავი"-სთვის ცნობილი გახდა რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლები (რომლებიც რუსთავიდან რამდენიმე კილომეტრშია) გაჩიანი, ყარაჯალარი და ყარათაკლია ჩაიკეტება და ადგილობრივებისთვის შესვლა-გამოსვლა შეიზღუდება.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას მთავრობის საკოორდინაციო საბჭოზე სავარაუდოდ მალე მიიღებენ.

სოფლების ჩაკეტვის მიზეზი კოვიდ19-ით ინფიცირებულთა რიცხვის ზრდა და ადგილობრივების ვირუსთან მიმართებაში უპასუხისმგებლო დამოკიდებულება სახელდება.

ამ დროისთვის სოფლების შესასვლელში პოლიცია მორიგეობს და შემსვლელ-გამომსვლელებს სიცხეს უზომავენ.

აღსანიშნავია რომ ბოლო დღეების განმავლობაში ექიმებს პაციენტებთან და მათ კონტაქტებთან მუშაობის პრობლემა ჰქონდათ.