რუსთავის წყალი განცხადებას ავრცელებს.
დღეს, 23 ივლისს, რუსთავის წყლის ხრამის სათავე ნაგებობას, ენერგო-პრო ჯორჯიას მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზზე ტექნიკური სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს, 23 ივლისს, 23:45 საათიდან წყალმომარაგება შეუწყდება
ქალაქ რუსთავში:
მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს, ჭყონდიდელის დასახლებას და ქალაქ გარდაბანს.
ტექნიკური სამუშაოების დასრულების შემდეგ წყალმომარაგება ეტაპობრივად აღდგება.
რუსთავის მარცხენა სანაპიროს წყალმომარაგება აღუდგება 24 ივლისის დილის 08:00 საათზე.
მარჯვენა სანაპიროს, ჭყონდიდელის დასახლებას და ქალაქ გარდაბანს წყალმომარაგება აღუდგება 24 ივლისის დღის 12:00 საათზე.