კლუბ "რუსთავის" 51% გასხვისდება

2020-07-22 18:19:32

 „საფეხბურთო კლუბი რუსთავი“-ს 51% წილი, გარკვეული პირობებით, აუქციონზე გასხვისდება - ამის შესახებ რუსთავის საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი.

ცნობილია, რომ საფეხბურთო კლუბს უნარჩუნდება სპორტული -„ფეხბურთის“ პროფილი.

რუსთავის საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ წილის მყიდველი ვალდებულია ყოველწლიურად უზრუნველყოს „საფეხბურთო კლუბი რუსთავის“ საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატების შესაბამის ლიგებში მონაწილეობისთვის პირობების დაკმაყოფილება და პროლიცენზიის მოპოვება-შენარჩუნება, ასევე კლუბში უნდა ფუნქციონირებდეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ბავშვთა სკოლების, არანაკლებ მეორე კატეგორიის, სულ მცირე ერთი საფეხბურთო სკოლა.