კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა

2020-07-22 11:18:20

"კორონავირუსით ინფიცირებული 24 ახალი შემთხვევიდან 7 იმპორტირებულია, 5 უკვე დაავადებულთან კონტაქტებიდან გამოვლინდა, 10 გარდაბნის რაიონში დაფიქსირდა, 2 დადასტურებული შემთხვევის წყარო კი უცნობია",-ამის შესახებ
ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

„7 არის შემოტანილი შემთხვევა, იმპორტირებული, ესენი არიან სატვირთო ავტომობილის მძღოლები, 5 არის დაავადებულებთან კონტაქტი, 10 გახლავთ გარდაბნის რაიონში კვლევისას დადასტურებული შემთხვევა და 2-ის წყარო ჯერჯერობით ცნობილი არ არის, ხდება კონტაქტების კვლევა.

ჩვენთან გუშინ იყო 26 დადასტურებული, გამოჯანმრთელდა 2 და შემოვიდა 4 ახალი დადასტურებული შემთხვევა და დღეს გვაყავს 28. 4-დან ორი გახლავთ ჩვენი პაციენტების კონტაქტში მყოფი პირი. 2 პაციენტის წყარო გახლავთ გარდაბნის ინფიცირებულები. 28 პაციენტიდან კვლავ გვყავს 2 მძიმე პაციენტი, რომელთა მდგომარეობა მკურნალობას ექვემდებარება და ვირუსის პროგრესირება არ შეინიშნება. დანარჩენების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმის გახლავთ“,- განაცხადა ეზუგბაიამ.