ცნობილი რუსთაველები და მათი რჩეულები [photo]

2020-05-21 17:12:11

ყველასთვის ნაცნობი რუსთაველების მეორე ნახევრები შესაძლოა თქვენთვის სრუალიად უცნობი ადამიანები იყვნენ. ხშირად, საზოგადოების ინტერესის საგანი ხდება, ვინ დგას მისთვის კარგად ნაცნობი ადამიანის გვერდით, ამიტომ "ინფო რუსთავმა" გადაწყვიტა, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე რუსთაველი წყვილების შესახებ თქვენთვის მოეთხრო.

1. ამირან ჯანჯღავა - რუსთავის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ამირან ჯანჯღავამ ცოტა ხნის წინ იქორწინა. მისი რჩეული ნინი ზირაქაშვილია. მათ ერთმანეთი რუსთავში, 2008 წელს გაიცნეს და ბოლო 2 წელია, რაც სასიყვარულო ურთიერთობაში არიან. ნინის განათლება გერმანიაში, სოციალური პედაგოგიკის მიმართულებით აქვს მიღებული.

2. ნინო ტაბატაძე - რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ტაბატაძის მეუღლე  გიგა ქავთარაძეა. ნინო ტაბატაძისა და მისი მეუღლის ურთეირთობა უკვე 23 წელს ითვლის. წყვილმა ერთმანეთი უნივერსიტეტში გაიცნო. მათ სამი შვილი - ორი ბიჭი და ერთი გოგონა ჰყავთ. ნინო ტაბატაძის მეუღლეც საჯარო მოხელეა.

3. ალექსანდრე კობაიძე - ცნობილი რუსთაველი იურისტის ალექსანდრე კობაიძის რჩეული ნათია კეპაშვილია. ნათიამ და ალექსანდრემ ერთმანეთი 2010 წელს გაიცნეს, 2012 წელს კი შეუღლდნენ. ნათიას ძმა ალექსანდრეს ჯგუფელი გახლდათ. წყვილს სამი შვილი - ორი ბიჭი და ერთი გოგონა ჰყავს. ნათია კეპაშვილი სპეციალობით ფილოლოგია.

4. დეკანოზი მიქაელ ჭაბაშვილი -დეკანოზმა მიქეილ ჭაბაშვილმა 1991 წელს რუსუდან ხეფერიაზე იქორწინა. წვილი უკვე შეუღლების 29 წელს ითვლის. მათ 4 შვილი - ქეთევანი, ლაზარე, ნიკოლოზი და ნინო, ასევე 2 შვილიშვილი - გაბრიელი და ანდრია ჰყავთ.