რუსთაველ აბიტურიენტებს კარანტინში ყოფნის ვადა ამოეწურათ

2020-06-21 12:18:01

რუსთავის საგამოცდო ცენტრში დარეგისტრირებულმა 9 აბიტურიენტმა საკარანტინე სივრცე დატოვა. კარანტინში ყოფნის სავალდებულო, 2 კვირიანი ვადა აბიტურიენტებს დღეს ამოეწურათ. როგორც "ინფო რუსთავმა" გაარკვია, 9-ვე აბიტურიენტი კოვიდუარყოფითია.

ამ ხნის განმავლობაში ახალგაზრდებს PCR ტესტირება რამდენჯერმა ჩაუტარდათ.

გარდა ამისა, ისინი შეუფერხებლად იყვნენ ჩართულნი ერთიან ეროვნულ გამოცდებში. ყოველი გამოცდის წინ, აპლიკანტებს უტარდებოდათ ტესტირება და რუსთავის საგამოცდო ცენტრში, იზოლირებულად, რეკომენდაციების მაქსიმალურად გათვალისწინებით, ახერხებდნენ საგამოცდო პროცესში მონაწილეობას. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, უმრავლოსობამ სწორედ კარანტინში ყოფნის პერიოდში დაასრულა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება.

შეგახსენებთ, აბიტურიენტს, რომელიც 7 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე რუსთავის საგამოცდო ცენტრში იყო დარეგისტრირებული, კორონავირუსი დაუდასტურდა. ის 9 აბიტურიენტი, რომელიც გოგონასთან ერთად საგამოცდო სივრცეში იმყოფებოდა, 10 ივლისს კარანტინში გადაიყვანეს. 10 ივლისის შემდეგ აბიტურიენტებს ეპიდემიოლოგები აკვიდებოდნენ.