რუსთავში ქალი გარდაცვლილი ნახეს. [ვიდეო/video]
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, მეგობრობის გამზირზე, ერთერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში 30 წლამდე ქალმა სიცოცხლე სუიციდით დაამთავრა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.
მეზობლების თქმით ბინაში ასევე იმყოფებოდა გარდაცვლილი ქალის 2 მცირეწლოვანი ბავშვი.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.