რუსთავის ცხელების ცენტრში პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა.
პაციენტი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათაკლიიდან არის შეყვანილი.
ქალაქის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, პაპუნა ბახტძე "ინფო რუსთავთან" აცხადებს რომ ყარათაკლიიდან ეს უკვე მეოთხე პაციენტია რომელსაც კოვიდ19 დაუდასტურდა.
შეგახსენებთ რომ თავდაპირველად გაჩიანის მახლობლად, სოფელ აღთაკლიაში ვირუსი 80 წლის მამაკაცს დაუდასტურდა, მოგვიანებით კი კოვიდ19-ით მისი ოჯახის წევრებიც დაინფიცირდნენ.
აღნიშნულ ოჯახში სამუშაოდ 2 რუსთაველი მამაკაცი იმყოფებოდა, ისინი ამჯერად საკარანტინო სივრცეში არიან გადაყვანილები.
1 დღის წინ სოფელში მისულ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს საკარანტინე ზონაში გადაყვანაზე ოჯახის წევრებმა უარი განუცხადეს, როს გამოც ექიმებმა ადგილზე პოლიცია გამოიძახეს და ინფიცირებულთან კონტაქტები იძულებით გადაიყვანეს საკარანტინე სივრცეში.