რუსთავში, შევჩენკოს ქუჩაზე მამაკაცი უგონო მდგომარეობაში ნახეს.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
ადგილობრივების თქმით ახალგაზრდას სავარაუდოდ ნარკოკომაში იყო.
სასწრაფო დახმარების ექიმებმა მამაკაცს ადგილზე ჩაუტარეს სამედიცინო დახმარება და ის გონზე მალევე მოიყვანეს. მოგვიანებით კი ახალგაზრდა კლინიკა რუსთავში გადაიყვანეს.
სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ რომ პაციენტს ჰქონდა მძიმე ინტოქსიკაცია, მას ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო დახმარება და კლინიკიდან უკვე გაწერეს.