"სუფთა ჰაერი რუსთავს"

2020-07-18 22:59:08

სამოქალაქო მოძრაობის "გავიგუდეთ" ორგანიზებით რუსთავის ცენტრალურ მოედანზე საპროტესტო აქცია გაიმართა. [ვიდეო/VIDEO]

აქციის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა რუსთავში არსებული ეკოლოგიური პრობლემები გააპროტესტეს.

ასევე მათი მთავარი მოთხოვნა იმ კანონპროექტის პარლამენტში საგაზაფხულო სესიაზე განხილვაა, რომლის მიხედვითაც გარემოს დამაბინძურებელი საწარმოებისთვის წესდება ახალი სანქციები და იზრდება ჯარიმის თანხაც.

აქციაზე მისულ რუსთაველებს სამოქალაქო მოძრაობის "გავიგუდეთ" წევრებმა სიტყვით მიმართეს და განუმარტეს, რა მნიშვნელობა აქვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღებას.

აქციაზე თავად ორგანიზატორების ნაწილიც ეკომეგობრული ტრანსპორტით, ველოსიპედებით, იყვნენ მისულები.

იხილეთ ვიდეო აქ

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები