რუსთავის მერიის წინ აქციაა დაგეგმილი

2020-07-18 11:14:13

რუსთავის მერიის წინ, 19 საათზე აქციაა დაგეგმილი.

"გავიგუდეს" წევრები და რიგითი რუსთაველები ქალაქში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებს გააპროტესტებენ.

აქტივისტები ასევე მოითხოვენ რომ საქართველოს პარლამენტმა მთავრობის მიერ დამტკიცებული საკითხი დროულად განიხილოს და საკანონმდებლო ცვლილება დროულად დაამტკიცოს.

საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით საწარმოების მიმართ გამკაცრებული სანქციები ამოქმედდება, რაც დარღვევებისთვის გაზრდილ ჯარიმებს გულისხმობს.

შეგახსენებთ რომ საკითხის განხილვა საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიაზე უნდა მომხდარიყო თუმცა იმის გამო რომ სესია დასრულდა საკითხის განხილვა ვერ მოესწრო.

აქტივისტები ითხოვენ რომ საშემოდგომო სესიაზე რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნა და საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა მოხდეს.