18 ივლისიდან საქართველოში ჰაერის ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მოიმატებს.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლებელია 30, 32, მთიან რაიონებში 27, 29, ხოლო შავი ზღვის სანაპირო ზოლში 34, 36 გრადუსს მიაღწევს. აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ბარში 35, 37, მთიან რაიონებში კი 29, 31 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 18 ივლისი +36°C, 19 ივლისი +37°C, 30 ივლისი +36°C, 31 ივლისი +38°C.