რუსთავში მეხი კორპუსის ეზოში ჩამოვარდა

2020-07-18 00:35:49

რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე მეხი ჩამოვარდა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, მეხი ერთერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში იმ ადგილზე დაეცა, სადაც ახალგაზრდები იმყოფებოდნენ. ეზოში დაახლოებით 5 ახალგაზრდა იმყოფებოდა, მეხის ჩამოვარდნის შემდეგ ერთერთმა, 25 წლამდე მამაკაცმა, ბარძაყის არეში ძლიერი დარტყმა იგრძნო და დაშავდა. ადგილობრივების თქმით, ხმა და დარტყმის ძალა იმდენად ძლიერი იყო, რომ კორპუსის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ფაქტის შესახებ გაიგო, თუმცა ვერ მიხვდნენ, რა მოხდა.

"უცებ გრუხუნის ხმა გავიგე, საშინელი გრგვინვის ხმაც! უცებ გავიქეცი აივნისკენ. გოგირდის საშინელი სუნი იდგა და ბოლი! მეგონა დენის მრიცხველები აფეთქდა! ბიჭები გარბოდნენ! რა მოხდა, რა აფეთქდა და ჩემი მეზობელი მეძახის მეხი ჩამოვარდაო, იგივე მითხრა მეორე მეზობელმაც", - განაცხადა "ინფო რუსთავთან" ადგილობრივმა მცხოვრებმა ნონა გელაშვილმა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, მეხის ჩამოვარდნას მატერიალური ზიანი არ მოჰყოლია.