სანიღვრე სისტემის მონიტორინგი რუსთავში [photo]

2020-07-17 22:47:43

რუსთავში სანიღვრე ჭებისა და სისტემის მონიტრინგი განხორციელდა.

ააიპ რუსთავსერვის ცენტრის თანამშრომლებმა რამდენიმე ქუჩაზე გადაამოწმეს რამდენად კარგად იმუშავა სანიაღვრე სისტემამ და იყო თუ არა შეფერხება რომელიმე მონაკვეთზე.

"ამჯერად ვიმყოფებით კოსტავას გამზირზე, ეს ქუჩა ახლადრეაბილიტირებულია და დავინტერესდით რამდენად კარგად იმუშავა სანიაღვრე სისტემამ. ამ მომენტისთვის რაც ვნახეთ უნდა აღინიშნოს რომ სანიაღვრემ, წყალი დროულად გაატარა. ასევე გადავამოწმეთ რა ვითარება იყო სხვა ქუჩებზეც და ამ დროის ინფორმაციით არანაირი პრობლემა არ ფიქსირდება", - განაცხადა "ინფო რუსთავთან" საუბარში ააიპ რუსთავერვის ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი გოროზიამ.

შეგახსენებთ რომ რუსთავში ძლიერი წვიმა საღამოს მოვიდა, თუმცა უხვი ნალექის მიუხედავად წინა წლებთან შედარებით ქუჩები არ დატბორილა.