გიგა ნემსაძის პირველი კომენტარი

2017-05-18 18:38:18

ვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის თანამდებობა გიგა ნემსაძემ დაიკავა.

 

 მხარის ახალ გუბერნატორი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძე წარადგენ. წარდგენა რუსთავში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში მოხდება.

 

„რეგიონი ძალიან დიდი პოტენციალის მქონეა, ვაპირებთ ყველა საჭირო რესურსის მობილიზაციას. რეგიონი ეთნიკურად მრავალფეროვანია,ძალიან ბევრი მშრომელი ადამიანი ცხოვრობს,  ჩვენ ყველა მათგანთან გვექნება მჭიდრო ურთიერთობა“ -განაცხადა გიგა ნემსაძემ.

„ინფო რუსთავის“ მიერ დასმულ შეკითხვაზე, აპირებს თუ არა საკადრო ცვლილებებს, გიგა ნემსაძის განცხადებით, ის ახალი დანიშნულია და საკითხი ჯერ ჯერობით არ განიხილება.