რუსთავში, 32-ე საბავშვო ბაღის ენერგოეფექტური რეაბილიტაციის პროექტი ხორციელდება. სამუშაოებს კომპანია ,,ემ ლაინი“ ახორციელებს.
რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ და კომპანია ,,ემ ლაინის'' დირექტორმა გიორგი კობიძემ, მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.
32-ე საბავშვო ბაღის ენერგოეფექტური რეაბილიტაცია, სასესხო-საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება, რომელიც პროექტის- ,, საქართველოში საჯარო შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება და განახლებადი ალტერნატიული ენერგიის გამოყენება“ ფარგლებში, სკანდინავიურმა გარემოს დაცვის საფინანსო კორპორაციამ (NEFCO) გამოუყო საქართველოს მთავრობას.
პროექტის განხორციელებაში ჩართულია აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოსადაცვითი პარტნიორობის ფონდი, (E5P), რომელმაც ხელმისაწვდომი გახადა საინვესტიციო და ასევე, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ტექნიკური თანამშრომლობის გრანტი.
პროექტის საწყისი საერთო ღირებულება 500 000 ლარია.
რუსთავში, ევროკავშირის გრანტის ფარგლებში, ენერგოეფექტური რეაბილიტაცია სამ საჯარო ბაღში უკვე განხორციელებულია, რომელიც „მდგრადი განვითარებისა და პოლიტიკის (SDAP) ცენტრის და რუსთავის მერიის ერთობლივი პროექტი იყო.
რუსთავი ,,მერების შეთანხმების“ წევრი ქალაქი 2011 წელს გახდა.
შეთანხმება 2020 წლამდე, CO2-ის ემისიის 20 %-ით შემცირებას და სხვადასხვა ენერგოეფექტური ღონისძიებების გატარებას ისახავდა მიზნად.
რუსთავი ერთ-ერთი პირველი ქალაქია, რომელმაც ევროკავშირის მდგრადი ენერგეტიკული კვირეული- 2020 -ის ფარგლებში გამართულ ონლაინ კონფერენციაზე - „სუფთა ენერგია, სიმწვანის აღდგენა და ზრდა“, ხელი მოაწერა ახალ ინიციატივას, ,,მერების შეთანხმების’’ 2030 წლამდე გახანგრძლივების და მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილებების შემარბილებელი ღონისძიებების ახალი გეგმის შემუშავების თაობაზე.