რუსთავის საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტები დღეს გამოცდას ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენებში აბარებენ, რომლებიც ორ სესიად ჩატარდება.
პირველ სესიაზე აბიტურიენტები ინგლისური და რუსულის გამოცდას წერენ.
რუსთავის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის, ზვიად მურადაშვილის ინფორმაციით, დღევანდელ გამოცდაზე დარეგისტრირებული 309 აბიტურიენტიდან 16 არ გამოცხადდა, მათ შორის ერთმა დააგვიანა, რის გამოც საგამოცდო პროცესზე არ დაიშვა.
მეორე სესიაზე გამოცდა ინგისურსა და ფრანგულში ჩატარდება.