რუსთავში 2 პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

2020-07-17 11:25:38

რუსთავის ცხელების ზონაში 2 პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა, ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალურ საავადმყოფოში ადასტურებენ.

როგორც "ინფო რუსთავს" საავადმყოფოს ხელმძღვანელმა პაპუნა ბახტაძემ განუცხადა, ორივე ინფიცირებული ცხელების ზონაში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა შეიყვანა.

მისივე თქმით, ერთ-ერთი ინფიცირებული გაჩიანის მკვიდრი 70 წლამდე ქალია, რომელსაც მანამდე კოვიდინფიცირებულ 65 წლის ქალთან კონტაქტი უფიქსირდება. ხოლო მეორე ყარაჯალაში მცხოვრები 80 წლამდე მამაკაცია და დაინფიცირების წყაროს კვლევა მიმდინარეობს.

ორივე მათგანი სამკურნალოდ უკვე გადაყვანილია თბილისში კოვიდმიმღებ დაწესებულებაში.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები