რუსთაველმა სამოქალაქო აქტივისტმა შიმშილობა შეწყვიტა. დათა ცინცაძე მერიის წინ 2 დღის განმავლობაში იმყოფებოდა, ფაქტის შესახებ მან ფეისბუქზე დაწერა:
"მეგობრებო, პირველრიგში ყველას ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის.
ჩემი "პერფორმანსი" მერიის წინ დასრულებულია. უკვე სახლში ვარ და თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ ჯერ ისევ არაფერი მიჭამია და იმედი მაქვს ნელნელა დამიბრუნდება კვების მოთხოვნილება.
მთელი გუნდი გადავდივართ ყველაზე აქტიურ ფაზაში და ვაგრძელებთ მზადებას შაბათის აქციისთვის. როგორც მედიასთან ვთქვი ჩემი ქმედების მიზანი იყო ყურადღების მიქცევა და ამ ამბის რაც შეიძლება ბევრ ადამიანამდე მიტანა. მიზანი მიღწეულია. რესპეკტ ყველა ჟურნალისტს და ოპერატორს ვინც ამაში მონაწილეობა მიიღო.
გელოდებით შაბათს 19:00 საათზე მერიასთან",- წერს სამოქალაქო აქტივისტი დათა ცინცაძე ფეისბუქზე.
შეგახსენებთ, რომ ეკოაქტივისტის პროტესტის მთავარი მიზეზი პარლამენტის მიერ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონპროექტის გადადება იყო. რუსთაველი სამოქალაქო აქტივისტთა ჯგუფი მოითხოვს, რომ საქართველოს პარლამენტმა გარემოსდაცვით პასუხისმგებლობის კანონში ცვლილებების კანონპროექტი დროულად დაამტკიცოს და საშემოდგომო სესიისთვის არ გადადოს. ამ მოთხოვნით რუსთავში, 18 ივლისს 19:00 საათზე, მერიასთან საპროტესტო აქციაც გაიმართება.