მშვიდობის ქუჩაზე აქცია გაიმართა

2017-05-18 15:32:00

მშვიდობის ქუჩაზე აქცია გაიმართა. მძღოლებისა და ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნა, გზის რეაბილიტაცია იყო. აქციის მონაწილეების თქმით, აღნიშნულ გზაზე გადაადგილება უკვე წლებია პრობლემას წარმოადგენს. მძღოლების მოთხოვნები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პირადად მოისმინეს. მათი განმარტებით, ამ დროისთვის აღნიშნულ მონაკვეთზე ორმული დამუშავების სამუშაოები ჩატარდება. ზაფხულში კი გზის სრული რეაბილიტაცია მოხდება.  

მშვიდობის ქუჩაზე ორმული დამუშავება დღეს დილიდან მიმდინარეობს.