რამდენმა რუსთაველმა მიიღო 300 ლარიანი დახმარება

2020-06-15 14:25:29

მთავრობის ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით  თვითდასაქმებულებისთვის, რომლებმაც კორონავრუსის პანდემიის გამო სამსახური დაკარგეს, ერთჯერად 300-ლარიანი კომპენსაცია გაიცა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" დაინტერესდა, რამდენმა რუსთაველმა შეავსო აღნიშნული დახმარების მიღებისთვის განაცხადი და რამდენმა ადამიანმა მიიღო უშუალოდ კომპენსაცია.

ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე განცხადება 13 ივლისი მონაცემებით სულ 6649 რუსთაველმა შეავსო, ხოლო დახმარება მათგან  4360 მიიღო, ხოლო 2289 ვერ მიიღო.

"ინფო რუსთავი" ასევე დაინტერესდა, თუ რამდენ ადამიანზე გაიცა 6 თვის განმავლობაში მისაღები 200 ლარიანი დახმარება და შესაბამის უწყებებსაც მივმართეთ, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია ვერც ჯანდაცვის სამინისტროსგან და ვერც შემოსავლების სამსახურიდან ვერ მივიღეთ.

მიზეზად კი შესაბამისი მონაცემების დამუშავებისთვის ფილტრის არ არსებობას გვისახელებენ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები