ქვემო ქართლის გუბერნატორის პოსტს გიგა ნემსაძე დაიკავებს

2017-05-18 14:10:30

ქვემო ქართლის გუბერნატორის პოსტს, გავრცელებული ინფორმაციით, გიგა ნემსაძე დაიკავებს. პროფესიით ეკონომისტ გრიგოლ ნემსაძეს კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია.
გიგა ნემსაძე დაცვის სამსახური „ალგანის“ დამფუძნებელია. ალგანში განგვიცხადეს რომ ის ჯგუფის დამფუძნებლის თანამდებობაზე ამ დრომდე რჩება.

ნემსაძე ასევე წლების მანძილზე მუშაობდა საბანკო სექტორში წამყვან პოზიციებზე. იგი დღემდე იკავებდა სააქციო საზოგადოება „ევექსის“ (ამჟამად სს „GHG“) საოპერაციო დირექტორის პოსტს.

 მხარის ახალ გუბერნატორს დღეს, 17:00 საათზე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე წარადგენს. წარდგენა რუსთავში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში მოხდება.