მერიის წინ, მთავარ მოედანზე ახალგაზრდა მამაკაცმა, დათა ცინცაძემ შიმშილობა დაიწყო.
დათა ცინცაძე სამოქალაქო აქტივისტია და ის "გავიგუდეს" წევრი.
მისი მოთხოვნაა რომ დროულად მოხდეს პარლამენტში იმ საკითხის განხილვა რომელიც ქარხნებისთვის ახალი სანქციების დაწესებას გულისხმობს.
"მეგობრებო, ამ წუთიდან ვიწყებ შიმშილობას, სადმე მერიის წინ მოვძებნი ადგილს. თხოვნა მაქვს გზადაგზა გამამხნევოთ და თუ ვინმე შეძლებთ პეგიზე და ლილიზე რომ იზრუნოთ მომავლი რამდენიმე დღე. მადლობა Peace, Love", - წერს ფეისბიქის საკუთარ გვერდზე დათა ცინცაძე.
შეგახსენებთ რომ სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია დღეს, გაგარინის ქუჩაზე, იმ ტერიტორიაზე გამართეს სადაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა იმყოფებოდა.