გაიზრდება თუ არა სატელევიზიო მომსახურების სააბონენტო

2017-05-18 13:41:12

შესაძლოა უახლოეს მომავალში, „სი ჯი სი“-ს  აბონენტებს, საკაბელო მომსახურებაზე, გადასახადი გაეზარდოს.

საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც კომპანია ჯი-ემ-არ-ის გადაწყვეტილებით,საკაბელო ოპერატორებმა ქართული არხების ტრანსლირების სანაცვლოდ კომპანიას თანხა უნდა გადაუხადონ. ჯი-ემ-არი, რომელიც ექვს კერძო არხს წარმოადგენს, საერთაშორისო პრაქტიკაზე მიუთითებს და საკაბელო ტელევიზიებს კომერციულ პირობებზე შესათანხმებლად მოლაპარაკებას სთავაზობს.

  „სი-ჯი-სი“ ში აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს. „თემა არის მოლაპარაკების დონეზე, ჯერ არ ვიცით იქნება თუ არა ფასიანი ქართული არხები“ -აცხადებენ კომაპნიაში.

 ფასის მომატებასთან დაკავშირებით, ზუსტ გადაწყვეტილებაზე ვერ საუბრობენ სხვა კომპანიებშიც.