2020-06-14 11:01:08
რუსთავის ცხელების ზონაში პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა, ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალურ საავადმყოფოში ადასტურებენ.
გუშინ რუსთავიდან გაგზავნილი 12 საკვლევი მასალიდან ვირუსი მხოლოდ ერთს დაუდასტურდა.
როგორც "ინფო რუსთავს" საავადმყოფოს ხელმძღვანელმა პაპუნა ბახტაძემ განუცხადა, ინფიცირებული 39 წლის მამაკაცია, რომელიც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ცხელების ზონაში რუსთავის საკარანტინე სივრციდან შეიყვანეს.
პაციენტს სომხეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.