2020-07-12 23:24:33
აფეთქება თბილისში, თემქაზე.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით აფეთქება მრავალსართულიანი სახლის ერთერთ ბინაში მოხდა.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის 5 ეკიპაჟი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია, ბინა დაკეტილი იყო.
აფეთქების გამომწვევ მიზეზებს ექსპერტიზა დაადგენს.