რუსთავში, მარის არხის დასახლებაში 59 წლის მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, დასახლებაში ადგილობრივებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რაც მალევე ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ნაცემი მამაკაცი "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანეს.
როგორც საინფორმაციო სააგენტოს სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს, პაციენტს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.
"პაციენტს თავისა და სახის არეში აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები. ჩატარებული აქვს კომპიუტერული კვლევა, რომლის დასკვნაც მალე იქნება ცნობილი. ზოგადი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. ამ ეტაპზე სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ ჩანს, თუმცა დაველოდოთ კომპიუტერული კვლევის პასუხებს", - აცხადებს კლინიკის გადაუდებელი დეპარტამენტის ექიმი ლელა გიგაშვილი.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და საწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.