კოცნერტი გიორგისა და ნატალის დასახმარებლად [photo]

2020-07-11 22:57:23

რუსთავის ცენტრალურ პარკში ორგანიზაციამ “დამბურძგლა” საქველმოქმედო კონცერტი გამართა. კონცერტზე ბენდმა “Et Cetera”-მ დაუკრა.

რუსთაველი ახალგაზრდების ორგანიზებით გამართულ კონცერტზე შეგროვებული თანხა  7 წლის ნატალი ბლიაძისა და 19 წლის გიორგი ინანაშვილის დასახმარებლად გადაირიცხება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, კონცერტიდან შემოსული თანხა გიორგისა და ნატალის დასახმარებლად თანაბრად გაიყოფა.

ორგანიზაცია “დამბურძგლა” პერმანენტულად ატარებს საქველმოქმედო აქციებს. ამ ორგანიზაციაში გაერთიანებულმა რუსთაველმა ახალგაზრდებმა არაერთგზის გამართეს 7 წლის ნატალისა და 19 წლის გიორგის დასახმარებლად სხვადასხვა აქტივობა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნატალისა და გიორგის დახმარების მიზნით 2760 ლარი შეაგროვა “საზოგადოება რუსთაველებმა”. “მეგობართა ერთობა” - როგორც თავად ეს ორგანიზაცია უწოდებს საკუთარ თავს, თანხას ანგარიშის ნომრებზე უმოკლეს ხანებში გადარიცხავს.

19 წლის გიორგი და 7 წლის ნატალი სარკომას ებრძვიან. მათ მკურნალობის ბოლომდე მისაყვანად ჩვენი დახმარება ესაჭიროებათ.

საბანკო რეკვიზიტები გიორგისთვის: საქართველოს ბანკი - GE70BG0000000013254600 TBC Bank - GE33TB7019845061600013 პ/ნ- 01012018804 მიმღები თამარ მჭედლიშვილი (დედა)

ნატალისთვის: TBC Bank - GE95TB7767645064300011 მიმღები: თამარ ალადაშვილი (დეიდა) 35001050765 თამარ ალადაშვილი, ლიბერთი ბანკი - GE58LB0711173776535001 მიმღები: თინათინ ალადაშვილი (დედა) პ / ნ 35001059666 - თინათინ ალადაშვილი, საქართველოს ბანკი - GE19BG0000000101591575 მიმღები: სალომე ბლიაძე პ / ნ 38001048885 სალომე ბლიაძე.