არის თუ არა ურნები იმ კორპუსების მიმდებარედ, სადაც ბუნკერები გაუქმდა

2017-05-17 20:14:16

იმ საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ, სადაც ბუნკერების დალუქვა მოხდა, სანაგვე ურნები განთავსდა. რუსთავის დასუფთავების სამსახურის ინფორმაციით, საშუალოდ ერთი ურნით სარგებლობა 2 სადარბაზოს მაცხოვრებლებს შეუძლიათ. იმ შემთხვევაში, თუ კი ურნების რაოდენობა მაცხოვრებლებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდება, ადგილობრივებმა დასუფთავების სამსახურს უნდა მიმართონ. აუცილებლობის შემთხვევაში, კონკრეტულ უბნებში, ურნების დამატება მოხდება.