ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ

2020-07-11 17:36:31

რუსთავში წვიმის გამო ჭყონდიდელის დასახლებაში, რჩეულიშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ეზო და სარდაფები დაიტბორა.

მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.

როგორც "ინფო რუსთავს" ადგილობრივებმა განუცხადეს, აღნიშნული პრობლემა ყოველი წვიმის დროს დგება და ისინი საკუთარი ძალებით ცდილობენ დატბორილი ტერიტორია მოაწესრიგონ.

მათი თქმით, აღნიშნული პრობლემის შესახებ ინფორმირებულია შესაბამისი სამსახური და კორპუსის თავმჯდომარე, თუმცა რეაგირება არ ყოფილა.

ჭყონდიდელის სახელობის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატის, დავით რეხვიაშვილის, განცხადებით,  მოსახლეობის პრობლემის შესახებ "ინფო რუსთავისგან" შეიტყო და თქვა, რომ მოკლე ვადებში მისი მოგვარება მოხდება.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები