რომელ პროდუქტებში აღმოჩნდა დარღვევები [photo]

2020-07-11 12:23:32

სურსათის შემოწმება საღებავ „სუდანის“ შემცველობაზე.

თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შევიძინეთ 41 დასახელების  სასურსათო პროდუქტი და გავაგზავნეთ გერმანიის ლაბორატორია „ევროფინსში“ სუდანის ჯგუფის არასაკვები საღებავების შემცველობაზე შესამოწმებლად. 5 ნიმუშში საღებავი „სუდან 1“ აღმოჩნდა.

შემოწმდა საქართველოში და საზღვარგარეთ წარმოებული პროდუქცია: წითელი წიწაკა, აჯიკა, ტყემალი, ტომატის საწებელი, ტომატპასტა, კეტჩუპი.

სურსათში „სუდანის“ ჯგუფის საღებავების გამოყენება აკრძალულია. მიუხედავად ამისა, მეწარმეთა ნაწილი მათ მაინც იყენებს პროდუქტისათვის მოწითალო შეფერილობის მისაცემად. ამ საღებავების სისტემატური მოხმარება ჯანმრთელობისათვის მეტად საზიანოა, ვინაიდან ხელს უწყობს სიმსივნის წარმოქმნასა და გენების გადაგვარებას.

ჩვენი კვლევის 2020 წლის მარტის შედეგების გამოცხადების შემდეგაც სეს-მა მეწარმეებს ბაზრიდან ამოაღებინა დაბინძურებული სურსათის პარტიები და მათი რეალიზაცია აუკრძალა.

თუმცა, როგორც ვხედავთ, გატარებული ღონისძიებები არ აღმოჩნდა საკმარისი საქართველოში სუდანით დაბინძურებული სურსათის გაყიდვის აღსაკვეთად. დარღვევების სრული გამორიცხვა შეუძლებელია. თუმცა, ჩვენი და სეს-ის მიერ განხორციელებული მცირე მასშტაბის კვლევების შედეგადაც კი, 1 წლის მანძილზე 23 ნიმუშში არასაკვები საღებავების აღმოჩენა (მათ შორის, ზოგიერთი მწარმოებლის პროდუქტში, განმეორებით) მეტად საყურადღებოა. იმედს გამოვთქვამთ, რომ სეს კვლავ ეცდება პროდუქტების დაბინძურების წყაროების მოკვლევას და სათანადო ზომებს გაატარებს პრობლემის დასაძლევად. ინფორმაციას momxmarebeli.ge ავრცელებს

შემოწმებული ნიმუშების სია იხილეთ ქვემოთ:

1. პროდუქტის დასახელება: ცხარე საწებელი "ჯაკომო"

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: ი.მ "სულხან შონია"/საქართველო

წარმოების თარიღი: 15.01.20

შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი "კარფური" (აღმაშენებლის ხეივანი მე-16კმ), შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა დარღვევა

2. პროდუქტის დასახელება: ტომატის კეტჩუპი "კალვე"

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: სს "უნილევერ რუს"/რუსეთი

წარმოების თარიღი/ვარგისიანობის ვადა: 15.04.20-10.01.21

შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი "ფრესკო" (ანჯაფარიძის 13), შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა დარღვევა

3. პროდუქტის დასახელება: აჯიკა "აფხაზური, ეს"

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს "ეს"/საქართველო

წარმოების თარიღი/ვარგისიანობის ვადა: 22.05.20-22.05.21

შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი "ფრესკო" (ანჯაფარიძის 13), შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა დარღვევა

4. პროდუქტის დასახელება: "ხათოს აფხაზური აჯიკა"

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: ი.მ თამარ ყოლბაია/საქართველო

წარმოების თარიღი: 05.04.20

შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი "გუდვილი" (ქავთარაძის 1), შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა დარღვევა

5. პროდუქტის დასახელება: აჯიკა "ნენა"

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს "კახეთის ტრადიციული მეღვინეობა აგრო ჩოხატაური"/საქართველო

წარმოების თარიღი/ვარგისიანობის ვადა: 25.01.20-25.01.22

შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი "გუდვილი" (ქავთარაძის 1), შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა დარღვევა