კომპანია რუსთავის წყლის სპეციალურ განცხადება.
დღეს, 10 ივლისს, სს ენერგო-პრო ჯორჯია მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზზე გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.
სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება კომპანია რუსთავის წყლის ხრამის სათავე ნაგებობას.
მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოები ღამით შესრულდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს, 10 ილვისს, ღამის 23:50 სთ-დან 11 ილისის დღის 13:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:
ქალაქ რუსთავში:
მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს, ჭყონდიდელის დასახლებას და ქალაქ გარდაბანს.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანია რუსთავის წყალი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქის საშუალებით.