რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში 47 წლის მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს. [ვიდეო/video]
როგორც "ინფო რუსთავს" ადგილობრივებმა განუცხადეს, ბინა გაქირავებული იყო და მამაკაცი სტუმრად იმყოფებოდა, რა დროსაც შეუძლოდ გახდა და მოულოდნელად გარდაიცვალა.
როგორც ბინის მეპატრონემ "ინფო რუსთავს" უამბო, სახლი გაქირავებული ახალგაზრდა წყვილზე ჰქონდა და გარდაცვლილს არ იცნობდა.
ადგილობრივების განცხადებით, ბინაში მცხოვრებებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს, თუმცა სასწრაფოს მისვლის დროს კაცი უკვე გარდაცვლილი იყო.
ადგილზე შეკრებილებილი მეზობლების თქმით, გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, გულის შეტევა გახდა.
შემთხვევის ადგილზე ასევე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ორი ეკიპაჟი.