რუსთავში მამაკაცი გარდაიცვალა [video]

2020-07-12 15:55:21

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, დენის დარტყმის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა. [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 60 წლამდე კაცს მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე დენის გადაყვანა სურდა, ამ მიზნით მამაკაცი ელექტროსადენის დაერთებას ცდილობდა, რა დროსაც დენმა დაარტყა და ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიცია.

საქმეზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.