ინცინდენტი მეგობრობის გამზირზე [video]

2020-07-10 19:33:16

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ინცინდენტი მოხდა. [ვიდეო/video]

როგორც შუახნის მამაკაცმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, მას ახალგაზრდა კაცი ფიზიკურად გაუსწორდა.

შუახნის მამაკაცის განცხადებით, ახალგაზრდა საკუთარი ავტომობილით მაღალი სიჩქარით გადაადგილდებოდა, რის გამოც მას შენიშვნა მისცა, ავტომობილის მძღოლი კი მანქანიდან გადმოვიდა და მამაკაცს სცემა.

"ინფო რუსთავთან" ბრალდებები უარყო ახალგაზრდა კაცმა, რომელიც ავტომანქანას მართავდა.

შუახნის პირს, რომელმაც საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარება გამოიძახა, ხელის არეში დაზიანებები და სისხლდენა აღენიშნებოდა. მას ექიმებმა პირველადი სამედიცინო დახმარება შემთხვევის ადგილზე აღმოუჩინეს.