2017-05-17 18:40:46
რუსთავის მერი დავით ჯიქია მოსახლეობას შეხვდა. ჯიქია, რუსთაველის, დავით გარეჯის, მეგობრობისა და ახმეტელის ქუჩის მაცხოვრებლებს გაესაუბრა. დასაქმება, ავარიული ბინების რეაბილიტაცია და ქალაქში ახალგაზრდული სივრცეების მოწყობა-შეხვედრაზე ძირითადად ამ საკითხებზე ისაუბრეს. ქალაქის მერი მოსახლეობასთან შეხვედრას ქალაქის მასშტაბით გეგმავს.