"ჩემთვის სამწუხარო და მიუღებელია"

2020-07-09 17:26:03

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქართველი კალათბურთელის თორნიკე შენგელიას რუსულ გუნდში გადასვლას ეხმიანება.

"ჩემთვის სამწუხარო და როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის მიუღებელია, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის გადაწყვეტილება მოსკოვის “ცსკაში” გადასვლასთან დაკავშირებით",- დაწერა პრეზიდენტმა საკუთარ სოციალური ქსელის პირად გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია მოსკოვის ცსკა-ს წევრი გახდა. 28 წლის ქართველ მძიმე ფორვარდთან 3-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა. სპორტსმენი მანამდე ესპანეთში ბასკურ კლუბში 2014 წლიდან თამაშობდა.

რუსულ გუნდში გადასვლაზე კომენტარი თავად კალათბურთელმაც გააკეთა.

"“ბედნიერი ვარ, რომ ევროლიგის მოქმედ ჩემპიონში ჩავირიცხე და მოუთმენლად ველი იმ დროს, როდესაც ჩინებული სამწვრთნელო შტაბის ხელმძღვანელობით, დიდებული კალათბურთელების მხარდამხარ თამაში მომიწევს.

იმედი მაქვს, რომ ცსკა-სთან ერთად, ევროლიგასა და VTB-ლიგაში დიდ წარმატებებს მივაღწევ”,- განაცხადა სპორტსმენმა.