მთავრობის ადმინისტრაციის განმარტება

2020-07-09 14:21:37

უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო საზღვრებს უპირობოდ უხსნის შემდეგ 5 ქვეყანას: გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვას, ესტონეთს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები, ევროკავშირის ქვეყნებში ნებისმიერი მიზნით ვიზიტის შემდგომ, სამშობლოში უკან დაბრუნებისას გაივლიან სავალდებულო 14 დღიან კარანტინს.

კითხვაზე, ვრცელდება თუ არა 14 დღიანი კარანტინს გავლის მოთხოვნა საქართველოს მოქალაქეებზე იმ შემთხვევაში თუ ისინი იმ ხუთი ქვეყნიდან ჩამოდიან,(გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვას, ესტონეთს) რომელსაც საქართველო საზღვარს უხსნის, მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ რომ:

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ამ 5 ქვეყნის რეზიდენტები არიან საქართველოში შემოსვლას 14 დღიანი კარანტინის გარეშე შეძლებ, სხვა შეთხვევაში კი კარანტინის გავლა მოუწევთ.