რამდენი აბიტურიენტი არ გამოცხადდა გამოცდაზე

2020-07-09 11:48:18

მეოთხე დღეა მთელი ქვეყნის მასშტაბით ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს.

დღეს აბიტურიენტები გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში მეოთხე სესიად აბარებენ.

რუსთავის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის, ზვიად მურადაშვილის ინფორმაციით, დღევანდელ გამოცდაზე დარეგისტრირებული 308 აბიტურიენტიდან 15 არ გამოცხადდა.

2 აბიტურიენტი დაგვიანების გამო გამოცდაზე არ დაუშვეს.

როგორც ზვიად მურადაშვილმა "ინფო რუსთავს"  განუცხადა, გამოცდის დაწყებამდე მაღალი ტემპერატურა არცერთ აბიტურიენტს არ დაფიქსირებია.