ბაღებში 4-5 წლიანთა ასაკობრივი ჯგუფების რეგისტრაცია იწყება

2017-05-17 13:59:48

ბაღებში 4-5 წლიანთა ასაკობრივი ჯგუფების რეგისტრაცია იწყება. საბუთების მიღება 22 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. დოკუმენტების მიღება იწარმოებს
მერიის შენობაში, პირველ სართულზე, მიმღებში. პროცესი 10:00 საათიდან დაიწყება და 18:00 საათამდე გაგრძელდება.

განცხადების დასაწერად საჭიროა იქონიოთ შემდეგი დოკუმენტები:
1. ბავშვის 2 ფოტო 3X4-ზე
2. ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი
3. ბავშვის ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა 100)
4. ცნობა იუსტიციის სახლიდან ბავშვის რუსთავში რეგისტრაციის შესახებ (შეგიძლიათ წარმოადგინოთ დროებით სამახსოვრო ბარათი ცნობის დამზადებამდე)

 ვაკანსიების არარსებობის გამო ჩარიცხვა ვერ მოხდება 6-ე, 8-ე და 20-ე ფილიალებში. მსურველები გადანაწილდებიან ახლომდებარე ბაღებში.