რუსთაველ კაცს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ინფორმაცია ამის შესახებ "ინფო რუსთავს" რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის ხელმძღცვანელმა დავით ბეგაშვილმა დაუდასტურდა. მისი ინფორმაციით მამაკაცი სატვირთოს მძღოლია.
საზღვრის კვეთისას მას სწრაფი ტესტით ინფიცირება არ დადასტურებია. სამი დღის შემდეგ სავალდებულო ტესტირებისთვის რუსთავის ცხელების ზონას მიმართა, სადაც მას PCR ტესტირება ჩაუტარეს და კოვიდინფიცირებაც დაუდასტურდა.
დავით ბეგაშვილის ინფორმაციით, მამაკაცს რუსთავში ჯერ-ჯერობით კონტაქტები არ დადასტურებია.
ინფიცირებული რუსთაველი სამკურნალოდ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ეს უკვე მეთერთეტე შემთხვევა, როდესაც რუსთაველს კორონავირუსი დაუდასტურდა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით ცხელების ზონაში კიდევ სამი სატვირთოს მძროლია, რომლებსაც სწრაფი ტესტით უკვე დადგენილი აქვთ კოვიდინფიცირება, მათ უკვე აუღეს PCR ტესტისთვის საკვლევი მასალები, რომლითაც უნდა დადგინდეს, არიან თუ არა ისინი ინფიცირებულები.