გამომძიებლებმა თეთრპერანგიანი პირი დაადგინეს

2020-07-08 23:50:26

"ავთანდილ ბილანიშვილმა მოიხადა მისი მოქალაქოებრივი ვალი, გავრცელებული ამაზრზენი ინფორმაციის საპასუხოდ, გამოცხადდა სამინისტროში, წარედგინა ის მტკიცებულებები, ტელეფონის დეტალური ამონაწერი, ასევე სხვა მტკიცებულებები, რითაც დასტურდება, რომ ავთანდილ ბილანიშვილი იმ დროს, იმ პერიოდში იქ არ იმყოფებოდა, საერთოდ არ გასულა უბნიდან.

მინდა გაცნობოთ, რომ ზუსტად ამ წუთებში, სამინისტრომ, გამომძიებლებმა დაადგინეს ის პირი, თეთრპერანგიანი პირი, რომელზეც „მთავარი არხი“ ამბობდა, რომ ეს არის „კაწრო“. სახელი და გვარი ჩემთვის უცნობია.

ბილანიშვილი არცერთს არ იცნობს, არ აქვს მათთან შეხება და კონტაქტი, ავთანდილ ბილანიშვილმა დაამტკიცა თავისი უდანაშაულობა იმაში, რომ იქ არ ყოფილა", - განაცხადა ჟურნალისტებთან ავთანდილ ბილანიშვილის ადვოკატმა თამარ აბესაძემ.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ავთანდილ ბილანიშვილი გამოკითხვაზე დღეს დაიბარეს. ის საგამოძიებო უწყებაში მას შემდეგ მივიდა რაც ტელეკომპანია "მთავარი"-ს ეთერში ვიდეო ჩანაწერის გაუშვეს, სადაც გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ეჭვი გამოთქვეს რომ ქუჩის სათვალთვალო კამერით გადაღებულ ვიდეოში სავარაუდოდ ავთანდილ ბილანიშვილი ჩანდა.